• Ƀ/$

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

28 ივნისი 11:43 | ფინანსები

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით -$23.5 მლრდ (-63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ის -145.0 პროცენტია. 

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 233.9 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.9 მლრდ აშშ დოლარია (26.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 37.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.4 მლრდ აშშ დოლარი (89.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 271.4 მლნ აშშ დოლარით მეტია.


მსგავს თემაზე:

ინვესტიციების მოცულობა შემცირდა


Google საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში $1მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს



სხვა სიახლეები