• Ƀ/$

სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხმარების ზრდა წარმოებას აჭარბებს

28 ივნისი 13:08 | კომპანიები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხმარების ზრდა წარმოებას აჭარბებს.

სემეკის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მიმართულებით განხორციელებული რეგულირების თაობაზე ისაუბრა.


პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლების მსგავსად იზრდება, ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდამ საშუალოდ 5% შეადგინა. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების ზრდა 3,9%-ია.


მომხსენებლის განცხადებით, შარშან ცხრა ახალი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა მისივე თქმით, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იმპორტზე თითქმის სამჯერაა გაზრდილი, რაც იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ აუცილებელია ადგილობრივი გენერაციების, მათ შორის, განსაკუთრებით ჰიდროგენერაციის განვითარება.


სხვა სიახლეები