• Ƀ/$

ლარმა გამყარება დაიწყო

28 ივნისი 15:53 | ფინანსები

რამდემიმედღიანი რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.8589-ზე ივაჭრება, რაც გუშინდელ პიკთან შედარებით 2.6 თეთრით ნაკლებია.

ორშაბათს 24 ივნისს ოფიციალური კურსი 2.7798-ს შეადგენდა 4 დღეში ის 10 თეთრით 2.8791-მდე გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი დაძაბულმა პოლიტიკურმა გარემომ, უარყოფითმა მოლოდინებმა და პანიკამ ითამაშა, რის შედეგადაც ლარმა გაუფასურების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა როგორდ დოლართან, ასევე ევროსთან და კიდევ რამდენიმე სხვა ძირითად ვალუტასთან, მათ შორის იაპონურ იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან.


მცირე გამყარების მიუხედავად დღეს დოლარი მაინც 18 თეთრით უფრო ძვირია ვიდრე წლის დასაწყისში.


მსგავს თემაზე:

ლარმა ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან გაუფასურების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა



სხვა სიახლეები