• Ƀ/$

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე

29 ივნისი 13:30 | ანალიტიკა

ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა. სებმა მაშინ კურსი მარტივად განსაზღვრა, კუპონს 6 ნული ჩამოაცილა, დოლარის ღირებულება ავტომატურად 1.3 ლარი გახდა. მას შემდეგ კურსი 121%-ით გაუფასურდა. 

პუტჩის შემდეგ, აფხაზეთის ომის დროს, 1993 წელს, როდესაც ეკონომიკა უკვე სრულად იყო მოშლილი და ადმიანები პურის რიგში ღამეებს ათენებდნენ, რუსეთმა საქართველოს რუბლის მიწოდება შეუწყვიტა. დროებით ვალუტად 2.5 წლის განმავლობაში კუპონი გაეშვა, რომელმაც გაუფასურება გამოსვლის დღიოდან - 5 აპრილიდანვე დაიწყო და მალევე 1 000 000-იანი ნიმინალის კუპონის დაბეჭვდა გახდა საჭირო.


თუ 1993 წლის ივლისში $1-ის ღირებულება 5690 კუპონს შეადგენდა 1994 წლის ივლისში მწვანე კუპიურის ფასი 42 000%-ით გაიზარდა და 2 400 000 კუპონი გახდა. ამის შემდეგ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინების ფონზე კურსი შეადრებით დასტაბილურდა და 1995 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე 1 300 000-ზე გაჩერდა. ოქტომბრიდან კი მიმოქცევაში ლარი გაეშვა.



3 წლის გაბნავლობაში გაპარტახებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეროვნული ვალუტა კურსს თითქმის უცვლელად ინარჩუნებდა უმეტესწილად 1.30-ზე ქვემოთაც იყო ჩამოსული. 1995 წლის 23 დეკემბრიდან 1996 წლის 6 იანვრამდე ლარი არსებობის ისტორიაში ყველაზე მყარი იყო, ოფიციალური კურსი 1.23-ს შეადგენდა, თუმცა 1998 წელს 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, სულ რაღაც 3 კვირაში კურსი 1.44-დან 2.15-მდე - 49%-ით გაუფასურდა. მიზეზი აზიის ფინანსური კრიზისი გახდა, რომელმაც რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, ბორის ელცინს დეფოლტის გამოცხადება აიძულა, შედარებით ნაკლებად, მაგრამ დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე მიბმულმა საქართველომაც განიცადა. ვარდნაში დიდი იყო პანიკის წილიც. უკვე 1 კვირაში დოლარი ისევ 1.70 ღირდა, წლის ბოლოს კი კურსი 1.80-ს შეადგენდა.



ნახტომისბური ცვლილებები 1999 წელსაც გაგრძელდა. 1-ლი იანვრიდან 23 თებერვლამდე ლარი დოლართან მიმართებაში 1.79-დან 2.4510-მდე გაუფასურდა. ანტირეკორდს 17 წლის შესრულებამდე ზუსტად 1 თვე დააკლდა, 2016 წლის 23 იანვარს ოფიციალურმა კურსმა 2.4694-ს მიაღწია.


2000-2003 წლებში ეროვნული ვალუტა შედარებით დასტაბილურდა, რყევები გაგრძელდა, მაგრამ არა ძველი ტემპით. ამ ხნის განმავლობაში ლარი ყველაზე მყარი 2000 წლის მარტში იყო 1.93, ყველაზე გაუფასურებული კი 2002 წლის თებერვალში - 2.24. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, ამ ფაქტს ლარზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.



2004 წლიდან ხელისუფლებლის ცვლილებას სწრაფი რეფორმების ტალღა მოჰყვა, რამაც ვალუტის გამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2004 წელს ლარი 28.5 თეთრით 1.8250-მდე გამყარდა. 4 მარტს, პირველად 2001 წლის 8 იანვრის შემდეგ დოლარის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა.


გამყარება მომდევნო წლებშიც ომამდე გაგრძელდა, განსაკუთრებით 2007-2008 წლები გამოირჩეოდა. 2008 წლის ივლისში კურსი 1.3960-მდე გამყარდა, რაც რეკორდული იყო 1998 წლის ოქტომბრის შემდეგ. 1.42-იანი კურსის შენარჩუნება ნოემბრამდე მოხერხდა, მაგრამ შემდეგ 10 დღეში 1.65-მდე გაუფასურდა.



2009 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, რასაც მსოდლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო და ქვეყნის შიგნითაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო 3 თვე რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, მაგრამ ლარს დიდი რყვები არ ჰქონია და მხოლოდ 3 თეთრით გაუფასურდა, თუმცა იმავე პერიოდში ეროვნულ ბანკს 53-ჯერ მოუწია ინტერვენციის გაკეთება, რა დროსაც მისი სავალუტო რეზერვები $119 მლნ-ით შემცირდა.


2013 წლის ბოლომდე ლარი ძიღითადად 1.67-იან ნიშნულს ინარჩუნებდა, თუმცა 2010 წელს კურსი მაინც გაიქცა და დოლარის ღირებულებამ ივნისში 1.88-ს გადააჭარბა. დრამატული არც თავად 2013 წელი ყოფილი, 31 დეკემბერს კურსი 1.7363-ს შეადგენდა.



2014 წლიდან ლარზე ზემოქმედებას უკვე ფუნდამენტური ფაქტორები იწყებენ. ნოემბერ-დეკემბერში ექსპორტი შესაბამისად 35 და 20 პროცენტით მცირდება. ექსპორტის კლება 2015-2016 წლებშიც გრძელდება, რასაც თან ფულადი გზავნილების კლებაც ერთვის. მიზეზი ბევრია აზერბაიჯანის მიერ 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, გამოუცხადებელი ომი უკრაინაში და რუსეთისთვის დაწესებუყლი სანქციები. ამ ყველაფერმა ლარს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. 2015 წლის იანვარში, პირველად 2004 წლის მარტის შემდეგ კურსმა 2.00-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა. 1998 წლის შემდეგ ლარი ყველაზე მეტად 27.6%-ით 2015 წელს გაუფასურდა, თუ წლის დასაწყისში დოლარი 1.88 ლარი ღირდა, დეკემბრის ბოლოს ღირებულებამ 2.40-ს მიაღწია.


2016 წლის იანვარში 1999 წლის რეკორდიც დაემხო და კურსმა 2.46-ს გადააჭარბა. 31 დეკემბრის კურსი 1-ელი იანვრის კურსზე ნაკლები ბოლო პერიოდში მხოლოდ 2017 წელს აღმოჩნდა, ამ პერიოდში ლარი 6 თეთრით, 2.65-დან 2.59-მდე გამყარდა.


2019 წელს ლარმა გაუფასურების რეკორდი 4-ჯერ მოხსნა. 28 ივნისს დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8791-ს მიაღწია, წინა დღით Bloomberg-ზე პიკური მაჩვენებელი 2.8850-ს უდრიდა. ამ დღეს ლარმა აბსოლუტური ანტირეკორდი აჩვენა არამხოლოდ დოლართან, არამედ ევროსთან, შვეიცარიულ ფრანკთან, იაპონურ იენთან და სხვა ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან, გამონაკლისია ფუნტი, თუმცა რომ არა ბრექსიტი ეს გამონაკლისიც არ იქნებოდა. დოლარი-ფუნტის კურსი რომ ისევ 1.46 ყოფილიყო ფუნტის ღირებულება 4 ლარს გადააჭარბებდა. ამ უკანასკნელ ვარდნაში მნიშვნელოვანი წვლილი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასა და უარყოფით მოლოდინებს უკავშირდება.



ლარი მიმოქცევაში გაშვებიდან დღემდე 121%-ით, ბოლო 11 წელიწადში 72%-ით, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი 7.5%-ით გაუფასურდა.


დღეს მიმოქცევაში ძირითადად 5; 10; 20; 50 და 100 ლარიანი ბანკონტებია. გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება 1 და 2 ლარიანი კუპიურებიც, თუმცა ისინი 2006 წლის შემდეგ ეტაპობრივად მონეტებმა ჩაანაცვლა. 2007 წელს გამოვიდა 200 ლარიანილარიანი ბანკნოტიც. 1995 წელსვე დაიბეჭდა 500 ლარიანიც, რაც ასევე გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება, მაგრამ მიმოქცევაში არასდროს გაშვებულა.


2015 წელს სებმა 20, 50 და 100 ლარიანები განაახლა, 2017 წელს კი 5 ლარიანი. ყველა მათგანი ძველ კუპიურებთან ერთად ძალაშია. 2019 წლიდან სავაჭრო ობიექტებს ნაღდი ანგარიშსწორებისას 1 და 2 თეთრიანების დაბრუნების ვალდებულება მოეხსნა.


საქართველოში ლარი ითვლება გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად. ხლეფასები გაიცემა ლარში, სესხები 200 000 ლარამდე გაიცემა ლარში. უძრრავი ქონების ღირებულებაც ითვლება ლარებში, თუმცა რეალურად ავტომობილის, ბინის ან რაიმე სხვა ძვირადღირებული ქონების შემთხვევაში ძირითადი საანგარიშსწორებო ვალუტა მაინც დოლარია.


მსგავს თემაზე:

ლარმა ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან გაუფასურების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა



სხვა სიახლეები