• Ƀ/$

ლარი მკვეთრად მყარდება

1 ივლისი 11:57 | ფინანსები

2 კვირიანი რეკორდული ვარდნის შემდეგ ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამჟამად 1 დოლარი 1.8094-ად ივაჭრება რაც პიკურ მაჩვენებელზე თითქმის 8 თეთრით ნაკლებია.

13-დან 28 ივნისამდე ეროვნული ბანკის კურსი 5.3%-ით 2.7342-დან 2.8791 გაუფასურდა. ლარმა აბსოლუტური ანტირეკორდი მოხსნა როგორც დოლართან ასევე ევროსთან, ფრანკთან, იენთან და სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. სწრაფი ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიმდინარე პოლიტიკური ვითარება და უარყოფითი მოლოდინებისგან გამოწვეული პანიკა დასახელდა. კურსმა გამყარება 29 ივნისიდან დაიწყო და 2.8687-ზე ჩამოვიდა.


გამყარების მიუხედავად მიმდინარე კურსი წლის დასაწყისის მაჩვენებელს მაინც 14 თეთრით აღემატება.


მსგავს თემაზე:

ლარმა ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან გაუფასურების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა


ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე



სხვა სიახლეები