20, 50 და 100 ლარის ნომინალი ბანკნოტები 2015 წელს განახლდა და მიმოქცევაში 2016 წლიდან გაეშვა. განახლებული 5 ლარიანები კი 2017 წელს გამოვიდა, თუმცა ახალი კუპიურების გამოსვლის შემდეგ ძველ ბანკნოტებს ძალა არ დაუკარგავს და დღემდე გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება. ოფიციალურად ისევ ძალაშია ქაღალდის 1 და 2 ლარიანები, თუმცა ისინი მიმოქცევაში თითქმის აღარ არის. განახლება არ შეხებია 200 ლარიანს, რომელიც პირველად 2007 წელს დაიბეჭდა.
მსგავს თემაზე:
ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე