• Ƀ/$

ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემიდან 22 წელი გავიდა

1 ივლისი 17:54 | ანალიტიკა

ჩინეთისთვის ჰონკონგის გადაცემიდან 22 წელი გავიდა. 1997 წლის 1-ლი ივლისიდან ჰონკონგი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით ჩინეთის ნაწილი გახდა.

155 წლის განმავლობაში ჰონკონგი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელმაც ის ოპიუმის პირველი ომის შემდეგ დაისაკუთრა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1941-1945 წლებში ქალაქ-სახელმწიფო იაპონიის მმართველობის ქვეშ გადავიდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ მასზე კონტროლი კვლავ ბრიტანეთმა აღადგინა.


ბრიტანულმა მმართველობამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჰონკონგის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოწყობაზე, რომელიც დღემდე ფაქტობრივ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.


ჰონკონგის ფართობი 1104 კვადრატული კილომეტრია, თბილისზე 2-ჯერ მეტი, მოსახლეობა კი 7.4 მლნ საქართველოზე 2-ჯერ მეტი. ლონდონთან და ნიუ-იორკთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ფინანსური ცენტრია. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით $66 000-ს აღწევს, რაც ნორვეგიისა და შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატება.


ჰონკონგი სინგაპურთან, ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან ერთად აზიის ვეფხვებს განეკუთვნება. ტერიტორიული სიმცირის გამო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 6700 კაცს აღწევს რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.


ჰონკონგი ყოველწლიურად $0.5 ტრლნ-ს ექსპორტს ახორციელებს რაც ბრიტანეთის მაჩვენებელს $100 მლრდ-ით აღემატება.


ადამიანური განვითარების ინდექსით ჰონკონგი მე-7 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნიდერლანდები, აშშ, ფინეთი და იაპონია.


ჰონკონგისთვის ცათამბჯენები და სხვა არქიტექტურული საოცრებები უცხო არ არის. 2018 წელს ის 55 კილომეტრიანი საზღვაო ხიდით ჩინეთის მეორე ადმინისტრაციულ რეგიონს მაკაუს დაუკავშირდა.


მსგავს თემაზე:

მაკაუ - მეორე ჰონგ-კონგი


შენჯენი - ჩინეთის სილიკონის ველი


ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


ჰონკონგში ბინის შესაძენად 25 წლიანი მუშაობაა საჭირო



სხვა სიახლეები