• Ƀ/$

პეკინის ახალი $12.9 მლრდ-იანი აეროპორტი სექტემბერში გაიხსნება

6 ივლისი 13:09 | ტექნოლოგიები

პეკინის ახალი, სუპერთანამედროვე აეროპორტი უკვე დასრულებულია, მისი გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.

აეროპორტის  გამტარუნარიანობამ 2025 წლისთვის 72 მლნ მგზავრს უნდა მიაღწიოს, 2040 წლისთვის 100 მლნ-ს, არც ერთი მათგანი სარეკორდო არა, უკვე დღეს ატლანტის აეროპორტი წელიწადში 107 მლნ გმგზავრს ემსახურება, სტამბოლის ახალი აეროპორტი 200 მლნ-ზეა გათვლილი, მაგრამ ეს უბრალოდ ქალაქის დამატებითი აეროპორტი იქნება და ცხადია არა ერთადერთი.


ახალი აეროპორტის დიზაინი ფუტურისტული სტილისაა, მისი მშენებლობა $12.9 მლრდ დაჯდა.


ისევე როგორც ჯამურ ეკონომიკაში ჩინეთი აეროპორტების მგზავრთნაკადითაც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. აშშ-ში თვითმფრინავით ყოველწლიურად 850 მლნ მგზავრი გადაადგილდება, ჩინეთში 550 მლნ, თუმცა ეს სხვაობა ნელ-ნელა მცირდება. გაზრდილ მგზავრთნაკადს კი ახალ საჰაერო ხომალდებთან ერთად ახალი და უფრო დიდი აეროპორტები სჭირდება, როგორც პეკინსა და შანხაიში ასევე სხვა შედარებით მცირე ზომის ქალაქებში.


მსგავს თემაზე:

სინგაპურის აეროპორტის ახალი ფუტურისტული ტერმინალი 2019 წელს გაიხსნება


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება


5 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.91 მლნ მგზავრს მიაღწია


WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ რეისს ამატებს



სხვა სიახლეები