• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა

2 ივლისი 12:30 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრეზენტაციაზე ახალი 10 ლარიანი კუპიურა წარმოადგინა.

ახალი დიზაინის 10 ლარიანი მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან გამოვა.


ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.


პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში“ შედგა.


20, 50 და 100 ლარის ნომინალი ბანკნოტები 2015 წელს განახლდა და მიმოქცევაში 2016 წლიდან გაეშვა. განახლებული 5 ლარიანები კი 2017 წელს გამოვიდა, თუმცა ახალი კუპიურების გამოსვლის შემდეგ ძველ ბანკნოტებს ძალა არ დაუკარგავს და დღემდე გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება. ოფიციალურად ისევ ძალაშია ქაღალდის 1 და 2 ლარიანები, თუმცა ისინი მიმოქცევაში თითქმის აღარ არის. განახლება არ შეხებია 200 ლარიანს, რომელიც პირველად 2007 წელს დაიბეჭდა.




სხვა სიახლეები