აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 89 647 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.551 პროცენტით განისაზღვრა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 2 ივლისს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 89 647 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.551 პროცენტით განისაზღვრა.
9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „გადავარჩინოთ ჩვენი შვილების“ დამფუძნებელი ანა დოლიძე „ევროპაბეთის“ მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის ბიზნესი, რომელმაც გაიაზრა, რა გარემოში ახორციელებს საქმიანობას და შესაბამისად უპასუხა არსებულ გამოწვევებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით ბაქოში ვიზიტით მყოფი დელეგაცია მიიღო.
WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.
რუსეთი საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს 4 წლით ჩამოაცილეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დღეს მსოფლიო ანტი-დოპინგურმა სააგენტომ (World Anti-Doping Agency) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომზე მიიღო.
რუსეთი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს. მას ასევე 4 წლით ყველა სახის სპორტულ საერთაშორისო ტურნირსი ასპარეზობა და მასპინძლობა აეკრძალა. საბოლოო გადაწყვეტილება 9 დეკემბერს ლოზანაში მიიღეს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4.869 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.696 მლნ 4%-ით აღემატება.
რუსეთი და ბელარუსი საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმირების ახალ საფეხურზე აპირებენ გადასვლას.
საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან სავარაუდოდ $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.
„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.