• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა

3 ივლისი 11:35 | ფინანსები

ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა ივნისში 4.3%-ს მიაღწია და მარტი-მაისის მსგავსად სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი (4.3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6 პროცენტი);


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7 პროცენტი);


ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი);


დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);


ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9 პროცენტით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).



მსგავს თემაზე:

ატმის ექსპორტის მოცულობა 1-ლი ივლისისითვის 1000 ტონას შეადგენს


ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები