• Ƀ/$

გადასახადის გადამხდელთათვის აგვისტოდან სავალდებულო ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება

3 ივლისი 17:43 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.

2019 წლის 1 აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, თუ 2019 წლის 1 აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე.


https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=TUi5-AuCmPw


https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=WPCbhTuqI9w


ფინანსთა სამინისტროს განცხადებით ზემოაღნიშნული პროექტი ქმის ახალ ტექნოლოგიურ შეასაძლებლობებს და გადასახადის გადმახდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს.


მსგავს თემაზე:

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა



სხვა სიახლეები