• Ƀ/$

„ჰოლიდეი ინში“ ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი იმართება

4 ივლისი 14:26, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი, 4 ივლის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ იმართება, სადაც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

ფორუმი სამ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი გაცნობითი სახის არის და ძირითადად საუბარი ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო, საინჟინრო დარგისა და ენერგეტიკულ, ურბანუ განვითარების შესახებ მიმდინარეობს. ფორუმის შემდეგი ეტაპი B2B-ის ფორმატისაა.


ფორუმის ფარგლებში OICE-სა და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციას შორის  შეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება, ასევე  HIS Consulting-სა და საქართველოს  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის შეთანხმების მემორანდუმს მოეწერება ხელი.


იტალიის მხრიდან  ფორუმში, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), საინჟირნო არქიტექტურული და ტექნიკური ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაცია (OICE), SACE-SIMEST (სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა სადაზღვეო და საფინანსო მომსახურეობას ბიზნეს ინტერნაციონალიზაციისთვის), სამშენებლო კომპანიების  ეროვნლი ასოციაცია(ANCE), ელექტრული და ელექტროტექნიკური კომპანიების  ეროვნული ფედერაცია (ANIE) და 30-მდე წამყვანი კომპანია იღებს მონაწილეობას.


ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმის გახსნისას, ეკონომიკის და მინისტრმა ნათია თურნავამ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილის გაზრდაზე ისაუბრა, მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში საქართველომ 167 მილიონი იტალიური ინვესტიცია მიიღო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.


ფორუმის ორგანიზატორი თამარ მდივანი განმარტავს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პარტნიორობის გაღრმავებასა და მეტ ინფორმირებას, ხოლო იტალიური მხრიდან დაინტერესება პოზიტიურია.


ბიზნეს ფორუმი, იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოშისა“ და საქართველოს სავაჭტო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.


სხვა სიახლეები