• Ƀ/$

აშშ-რუსული წყალქვეშა ომი – ორი ქვეყნის სუბმარინების შეტაკება ამერიკის წყლებში

4 ივლისი 14:18 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-რუსეთს საგანგებო რეჟიმში აქვთ კონსულტაციები, ორი ქვეყნის წყალქვეშა ნავს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.

აღნიშნულ ინფორმაციას ებრაული პორტალი „DEBKAfile” ავრცელებს, რომელიც სამხედრო და უსაფრთხოების თემებზეა ორიენტირებული.


ონლაინ-პლატფორმა ანონიმურ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი ამერიკის ტერიტორიულ წყლებში, ალიასკის სიახლოვეს მოხდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კუთვნილმა წყალქვეშა ხომალდმა რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავს გზა გადაუღობა.


რუსულმა „მონადირე-სუბმარინმა“, რომელსაც თან სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ახლდა, ამერიკელების მიმართულებით საბრძოლო ტორპედო „ბალკან 2000“ გაუშვა, რის შედეგადაც ამერიკულმა ხომალდმა დაზიანება მიიღო.


მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამშაბათს საღამოს თეთრმა სახლმა და კრემლმა მოლაპარაკებები გამართეს - წერს DEBKAfile.


როგორც გამომცემლობა USA Today წერს, კონსპირაციულ ინფორმაციას ამყარებს ის გარემოებამაც, რომ შეიცვალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის გრაფიკი და ნიუ-ჰემფშირში დაგეგმილი ვიზიტი მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა.


„პენსმა მიიღო „საგანგებო შეტყობინება“, რომლის გამოც მას ვაშინგტონში დაბრუნება მოუწია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რენდი ჯენტრიმ.


„რაღაც კონკრეტული მიზეზი წარმოიშვა, რის გამოც ვიცე-პრეზიდენტს დედაქალაქში დარჩენა მოუწია. საშიში არაფერია“, - მოგვიანებით განაცხადა პენსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალისა ფარაჰმა.


მისი თქმით, მაიკლ პენსს არ დაუტოვებია ვაშინგტონი, ხოლო ვიზიტის გაუქმების მიზეზი შესაძლოა რამდენიმე კვირაში გახდეს ცნობილი.


სხვა სიახლეები