• Ƀ/$

243 წელი აშშ-ის დამოუკიდებლობიდან, შტატები კვლავ პირველია

4 ივლისი 15:38 | ანალიტიკა

4 ივლისი აშშ-ის დამოიკიდებლობის დღეა, სახელმწიფოსი რომლის გავლენები, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები მმნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ პოტენციურ კონკურენტს. 

ფორმალურად აშშ-ის დამოიკიდებლობა 243 წლის წინ, 1776 წლის 4 ივლისს გამოცხადდა, მაგრამ პროცესი არც ამ დღით დაწყებულა და არც დასრულებულა.


1492 წელს კოლუმბის გემი ახალ კონტინენტს მიადგა, მაგრამ დიდი გეოგრაფი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარი აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ ვერ გაიგო.


კოლონიზაცია უკვე XVI საუკუნიდან დაიწყო. მის ათვისებას ერთდროულად ცდილობდნენ: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები... მათ უწევდათ ბრძოლა როგორც ერთმანეთში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან. თანამედროვე აშშ-ის ტერიტორიაზე ინგლისი XVII საუკუნიდან გააქტიურდა, მისი კოლონიები არმოსავლეთ კანადასაც მოიცავდა.


XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან კოლონიებსა და მეტროპოლიას შორის წინააღმდეგობა ღრმავდება, რასაც ახალი ბრიტანული გადასახადები ამძაფრებს. 1773 წელს ცნობილი „ბოსტონის ჩაის სმა“ გაიმართა, რომლის დროსაც ახალი გადასახადების გასაპროტესტებლად ჩაის ყუთები ზღვაში გადაყარეს. 1775 წლიდან მოხალისეებისგან იქმნება არმია, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის აქტიურ ფაზაში გადადის.


დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1776 წლის 4 ივლისს აშშ-ს ტერიტორია სულ 13 შტატს მოიცავდა, მოსახლეობა კი 3.5 მლნ-ს შეადგენდა. აქტიური საომარი მოქმედებები კი კიდევ 7 წელი გაგრძელდა.


1787 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო კონსტიტუცია, 1789 წელს აირჩიეს პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებლობისთვის ომის ერთ-ერთი სარდალი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც დღემდე ერთადერთ უპარტიო პრეზიდენტად რჩება.


XIX საკუნეში ამერიკამ მექსიკასთან ომების შედეგად ტექსასი და კალიფორნია დაისაკუთრა, ამავე დროს საფრანგეთისგან და რუსეთისგან ფაქტიურად ჩალის ფასად ლუიზიანა და ალიასკა შეიძინა.


1861-1865 წლებში აშშ-ის სამოქალაქო ომს მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა, რაც ორივე მსოფლიო ომი დაღუპული ამერიკელების ჯამურ რაოდენობას თითქმის 2-ჯერ აღემატება. შდეგად აიკრძალა მონათმფლობელობა. ეს კი მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის გადაწყვეტილება არ ყოფილა, ქვეყნის გაერთიანებით და ინდუსტრიის სამხრეთის შტატებშიც განვითარებით დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა, რამაც თავის მხრივ დააჩქარა აშშ-ის ლიდერად გახდომა.


მეოცე საუკუნეში აშშ-ის 2 მსოფლიო ომის გადატანა და საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება მოუწია. კარიბის კრიზისის დროს მსოფლიო ძალიან ახლოს იყო მესამე მსოფლიო ომთან, რასაც შესაძლოა ცივილიზაციის განადგურება მოჰყოლოდა, მაგრამ სიტუაცია განიმუხტა.


თვითმფრინავი, ატომური ბომბი, კომპიუტერი, მობილური, ინტერნეტი... ყველა ეს გამოგონება XX საუკუნესა და აშშ-ის უკავშირდება. შეერთებული შტატებია დღემდე ერთადერთი სახელმწიფო რომელმაც მთვარეზე პილოტირებული მისია განახორციელა. აშშ ასევე ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება რომელმაც ომში ბირთული იარაღი გამოიყენა.


დღეს აშშ არერთი მიმართულებით #1 სახელმწიფოა. მისი ეკონომიკა $20 ტრლნ-ს აღემატება, თავდაცვის ბიუჯეტი $700 მლრდ-ს რაც შემდეგი 10 სახელმწიფოს ჯამურ მაჩვენებელზე მეტია. სამეცნიერო მათ შორის კოსმოსური კვლევების მიმართულებით, კინოინდუსტრიით, ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით აშშ პირველობას არავის უთმობს, მისი პოტენციური კონკურენტი კი უკვე არა სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი არამდე ჩინეთია.


მსგავს თემაზე:

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?


აშშ-ს საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა


აშშ-რუსული წყალქვეშა ომი – ორი ქვეყნის სუბმარინების შეტაკება ამერიკის წყლებში



სხვა სიახლეები