• Ƀ/$

მსოფლიო ბაზრებზე მარიხუანას ბუმია

5 ივლისი 17:48, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზაციამ და კანადაში მოზრდილთა რეკრეაციული გამოყენების დაშვებამ , ამ ინდუსტრიის განვითარებითვის წარმოუდგენელი შესაძლებლობები გააჩინა.

შესასაბმისად იზრდება ამ სფეროთი ინვესტორების დაინტერესება. მარიხუანას ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალით  დღეს კომპანია Canopy Growth Corporation ლიდერობს.


კომპანია სამედიცინო და რეკრეაციული კანაფის გაყიდვითაა დაკავებული. მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი კანადაშია თავმოყრილი, თუმცა პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.


Canopy Growth ასევე პირველი კანადური კომპანიაა, რომლემაც ამერიკის ბაზარზე შესვლის ლიცენზია მოიპოვა. კომპანია ამჟამად ნიუ-იორკში ფართომასშტაბიანი საწარმოო ნაგებობის მშენებლობის პროცესშია, რადგან ის  ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც  ჰემპისგან დამზადებული პროდუქტების, მათ შორის CBD- ს წარმოების უფლება მიიღო.


გასული კვარტლის ბოლოს კომპანია $3 მლრ ნაღდ ფულს ფლობდა. გასულ წელს Constellation Brands-მა თავისი წილი 38%-მდე გაზარდა და კომპანიას დამატებით $4 მლრდ შემატა.


Canopy და Constellation ამჟამად მარიხუანის შემცველობით სასმელების წარმოებას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ კანადაში საკვებსა და სასმელების შემადგენობაში კანაფის არსებობა 2019 წლის ბოლოსთვის ნებადართული გახდება.


მსგავს თემაზე:

კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა


მარიხუანა აშშ-ში 2020 წლისთვის დამატებით 250 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის



სხვა სიახლეები