• Ƀ/$

Myway Airlines ქუვეითში ჩარტერული რეისებით იფრენს

8 ივლისი 10:59 | კომპანიები

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.

თბილისი - ელ-ქუვეითი - თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.


სხვა სიახლეები