• Ƀ/$

ლარი ისევ უფასურდება

8 ივლისი 10:56 | ფინანსები

ერთკვირიანი გამყარების შემდეგ ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულებამ 2.82-ს გადააჭარბა.

ლარი მეორე კვარტალში 2 ეტაპად გაუფასურდა, თავიდან მაისში, როდესაც 30 დღეში დოლარის ღირებულება 10 თეთრით 2.7023-დან 2.8029-მდე გაიზარდა და შემდეგ უკვე ივნისში, როდესაც მცირეხნიანი გამყარების შემდეგ 2 კვირაში კურსი 2.7342-დან 2.8791-მდე გაუფასურდა. 28 ივნისს ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა როგორც დოლართან ასევე ევროსთან, ფრანკთან, იენთან და თითქმის ყველა სხვა მსოფლიო ვალუტასთან.


8 ივლისის ოფიციალური კურსი 2.8064-ს შეადგენს, მიმდინარე საბაზრო კურსი კი მას 1.6 თეთრით აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა



სხვა სიახლეები