• Ƀ/$

რა აუფასურებს ლარს? - კურსმა 2.87-ს მიაღწია

9 ივლისი 11:56 | ფინანსები

ლარი მეორე დღეა მკვეთრ ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა 2.87-ს მიაღწია.

ლარი მეორე კვარტალში 2 ეტაპად გაუფასურდა, თავიდან მაისში, როდესაც 30 დღეში დოლარის ღირებულება 10 თეთრით 2.7023-დან 2.8029-მდე გაიზარდა და შემდეგ უკვე ივნისში, როდესაც მცირეხნიანი გამყარების შემდეგ 2 კვირაში კურსი 2.7342-დან 2.8791-მდე გაუფასურდა. 28 ივნისს ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა როგორც დოლართან ასევე ევროსთან, ფრანკთან, იენთან და თითქმის ყველა სხვა მსოფლიო ვალუტასთან.


9 ივლისის ოფიციალური კურსი 2.8320-ს შეადგენს, მიმდინარე საბაზრო კურსი კი მას 3.8 თეთრით აჭარბებს.


გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რეფინანსირების სესხის ზრდა ჩაითვალოს. ხუთშაბათს მისი მოცულობა 340 მლნ ლარით 1.19 მლრდ-მდე გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა



სხვა სიახლეები