• Ƀ/$

ლარის კურსი 2.93-ს გადასცდა

9 ივლისი 15:19 | ფინანსები

ლარის ვარდნის ტემპი დაჩქარდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.84-დან 2.93-მდე გაუფასურდა. ეს ახალი აბსოლუტური რეკორდია.

დილიდან შუადღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 3.1%-ით გაუფასურდა. წელს ეს გაუფასურების უკვე მეხუთე რეკორდია. დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს და უარყოფით მოლოდინებს 340 მლნ-ით გაზრდილი რეფინანსირების სესხიც ემატება, სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორები პირიქით გაუმჯობესბულია, 6 თვის მონაცემებით შემცირებულია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი.


1 წლის წინ ამ დროს დოლარის ღირებულება 49 თეთრით ნაკლებს შეადგენდა და 2.44 ღირდა.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა



სხვა სიახლეები