• Ƀ/$

კრემლი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრებს ნაადრევს უწოდებს

10 ივლისი 13:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებაზე საუბარი ნაადრევია.

„ფრენებზე არსებული შეზღუდვები, ავიარეისების აკრძალვა აბსოლუტურად იძულებითი ღონისძიებაა და შესაბამისად, ვითარების მუდმივი მონიტორინგი გაგრძელდება. როგორც გამოჩნდება იმის პირველი ნიშნები, რომ ვითარება დასტაბილურდა რუსი ტურისტებისთვის, რუსოფობიური გამოხდომები გაქრა, აი სწორედ მაშინ გაჩნდება დრო სხვა გადაწყვეტილებების მისაღებად. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“, – ციტირებს პესკოვს TACC.


რა უარყო პესკოვმა?


მანამდე, დღეს დილით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ქვეყნის საგარეო უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობას.


კრემლმა საქართველოში ავიაკომპანიებს ფრენები 8 ივლისიდან აუკრძალა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს თბილისში საპროტესსტო ტალღა აგორდა პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის შესვლას და სპიკერის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა.


„თუ საქართველოში ვითარება დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება, შესაძლებელი გახდება ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარიც“, – უთხრეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ავია–ტურისტული ემბარგო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.


ამის შესახებ ინფორმაცაიას რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" კრემლის საიტზე დაყრდნობის ავრცელებს.


პუტნის განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა.


რუსეთიდან საქართველოში დღე–ღამეში 20–ზე მეტი ავიარეისი სრულდება.


მსგავს თემაზე:

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აღადგინოს


საქართველოს საავიაციო ბაზარზე “Uzbekistan Airways” შემოდის



სხვა სიახლეები