• Ƀ/$

ვენესუელური ბოლივარი 475 666 000%-ით გაუფასურდა

11 ივლისი 11:55 | ფინანსები

XXI საუკუნის მეორე ათწლეულში 50%-ზე მეტით საკმაოდ ბევრი ვალუტა გაუფასურდა: ლარი, გრივნა, მანათი... თუმცა ვერც ერთი მათგანი ვენესუელურ ბოლივართან ახლოსაც ვერ მივა.

ბოლივარი ბოლო 2 თვეში 105%-ით, წლის დასაწყისთან შედარებით 1020%-ით, გასული წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 24 500%-ით, ხოლო ბოლო 5 წელიწადში 475 666 000%-ით გაუფასურდა. დიქტქტორ მადუროს დენომინაციამ ვერ უშველა. 2018 წლის აგვისტოში ბოლივარს 5 ნული ჩამოშორდა, თუმცა დღეს $1 მაინც 7135 ბოლოვარი ღირს, შავ ბაზარზე ბევრად უფრო მეტი.


დამკიცებული ნავთობის მარაგით #1 სახელმწიფო, რომელიც ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა სოციალიზმმა უღარიბეს ქვეყნად აქცია, რასაც სისხლიანი გარჩევები და დახვრეტილი მიტინგებიც ემატება.


მიუხედავად იმისა, რომ მადუროს ლეგიტიმაციას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს რუსეთის დახმარებით ის ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებს.


მსგავს თემაზე:

მაინც რა დაემართა ვენესუელას?



სხვა სიახლეები