• Ƀ/$

სალომე ზურაბიშვილი: გვჭირდება განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება

11 ივლისი 15:08 | ეკონომიკა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღმა საქართველოს ეკონომიკისთვის საჭიროა ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, რათა უფრო მეტად მჭიდროდ დაუკავშირდეთ ევროპას.

"მე ვხედავ სამ გზას: ამისათვის, მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკებში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, რეგიონალურ განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან ჩვენი ცალმხრივი საგზაო რუკის შესაბამისად.


ჩვენ ასევე გვჭირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება,რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ჩვენს ღირსებებზე და მიღწევებზე იქნება დაფუძნებული.

ახლა საჭიროა ბოლო და ყველაზე რთული რეფორმების ტალღის მხარდაჭერა, როგორც ცნობილია ყველა ქვეყანამ ევროკავშირში წევრობამდე ეს გზა განვლო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ასევე გვჭირდება საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ და რეგულირება მოვახდინოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებთან.

"ამის ფილოსოფია არის ის, რომ არასატარიფო ბარიერები მოიხსნას და ჩვენი ეკონომიკის ევროპის ეკონომიკასთან სტრუქტურულად ინტეგრირება მოხდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


სხვა სიახლეები