• Ƀ/$

ვაზილ ჰუდაკი - საქართველო ყველაზე მსხვილი ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით

11 ივლისი 16:23 | ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო სესიაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა,” - განაცხადა ვაზილ ჰუდაკიმ.


მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდა და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.


„საქართველოში 2 მლრდ ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.


სხვა სიახლეები