• Ƀ/$

ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11 ივლისი 16:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 


ამჟამად, სტადიონების განახლება ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ და წყნეთში, ამილახვრის N21-ში დაიწყო.
დემონტაჟის შემდეგ მოედნებზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, გაიჭიმება ახალი ბადეები და დაიგება საფარი. ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში კეთილმოეწყობა საკალათბურთო მოედანი, სადაც მაყურებელთა ტრიბუნებიც განახლდება, წყნეთში კი კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდება.
სულ, ამ ეტაპზე ოთხი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი - ორ მისამართზე ახალი სტადიონები მოეწყობა, ორ ადგილზე კი არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს.


სხვა სიახლეები