• Ƀ/$

EBRD-მა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში €25 მლრდ-ს ინვესტიცია განახორციელა

11 ივლისი 16:54 | ფინანსები

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ჰეიბრონმა ბათუმის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე ბანკის მხიდან განხორციელებულ ინვესტიციების მოცულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ჰეიბრონმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.


პიერ ჰეიბრონის განცხადებით, 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% კერძო სექტორზე მოდის,“ - განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.


მსგავს თემაზე:

EBRD-მა საქართველოში საინვესტიციო პაკეტი შესაძლოა გაზარდოს


ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა


ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა



სხვა სიახლეები