• Ƀ/$

ევროკავშირი საქართველოს €47 მლნ-ს გამოუყოფს

11 ივლისი 19:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროკავშირი საქართველოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მხარდასაჭერად 28 მლნ ევროს გამოუყოფს.

 

შესაბამის საფინანსო შეთანხმებას "უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ხელი ბათუმში მოეწერა.


პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება.


ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად”, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე (18 640 000)დახმარებას მიიღებს.


პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, მათ შორის გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას.


საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.​


მსგავს თემაზე:

EBRD-მა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში €25 მლრდ-ს ინვესტიცია განახორციელა


ახალი საბაჟო კოდექსი სექტემბრიდან ამოქმედდება



სხვა სიახლეები