• Ƀ/$

აზერბაიჯანული თვითმფრინავი ბათუმამდე ვერ ჩაფრინდა, პილოტმა უკან დაბრუნების ბრძანება გასცა

12 ივლისი 11:03 | მედია ბიზნესისთვის - M2B

Buta Airways–ის თვითმფრინავის ეკიპაჟი, რომელიც დღეს 07:46 საათზე ბაქოდან ბათუმის მიმართულებით გაფრინდა, იძულებული გახდა სასტარტო ბილიკზე დაშვებულიყო.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.


კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში არსებული არასასურველი კლიმატური პირობების გამო პილოტი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.


თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 10:12 საათზე მშვიდობიანად დაეშვა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში.


კომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ბათუმში ამინდის გამოდარების შემდეგ გაფრინდება.


სხვა სიახლეები