• Ƀ/$

ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასებს ატარებს

12 ივლისი 12:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და MCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, თბილისში 2 დღის განმავლობაში მაიკლ ბენგის მასტერკლასები იმართება.

მასტერკლასის თემაა: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“. ტრენინგის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მიესალმება.


საერთაშორისო სპიკერის მაიკლ ბენგის მასტრეკლასის ფარგლებში განხილულ იქნა აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.


მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.


მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება.  მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის  უსასყიდლოდ ორგანიზებული  პირველი ტრენინგი მაიკლ ბენგმა  150 ზე მეტი ადამიანისთვის ჩაატარა.


სხვა სიახლეები