წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.
1712910417
1712222698
მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერიგორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.
1712138148
„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
1711543300
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.
სხვა სიახლეები
შპს „ჰოტელეა“ თბილისში საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს გახსნას გეგმავს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4-ში მშენებლობა თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა. Greet by Accor საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში, რომელიც 4000 კვ.მ ფართობზე შენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.კომპანია „ჰოტელეამ“ მშენებლობის ვადის გახანგრძლივება არქიტექტურის სამსახურისგან წინა წლებში რამდენჯერმე მოითხოვა. უკანასკნელად, გასული წლის ნოემბერში კომპანიამ დასრულების ვადების 4 თვით გადაწევაზე ნებართა მიიღო, რომლის მიხედვითაც, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.„შპს ჰოტელეა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ #4-ში (ს/კ 01.14.14.005.242) ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას. დღეის მდგომარეობით (11.2023) ჩვენი მხრიდან დასრულებულია ობიექტის მშენებლობის ძირითადი კონსტრუქციული და ფასადის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დავასრულებთ ფასადის მოწყობის სამუშაოებს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, სამწუხაროდ საფასადე მასალის მცირე ნაწილის მოწოდება გვიანდება. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სამუშაოების სრულად დამთავრება და სამშენებლო მოედნის მოწესრიგებას ვერ ვასწრებთ დადგენილ ვადაში, სამშენებლო კომპანიასთან და სხვა კონტრაგენტებთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა დამატებით მოითხოვს მშენებლობის ვადით გათვალისწინებულზე დაახლოებით 4-თვიან მეტ პერიოდს, შესაბამისად პროექტის სამშენებლო ნებართვისა და სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად ექსპლუატაციაში მისაღებად შესაბამის კონდიციამდე მისაყვანად დაგვჭირდება დროის მონაკვეთი 2024 წლის 20 აპრილამდე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.შპს „ჰოტელეას“ დირექტორი ბულგარეთის მოქალაქე რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ბლექვუდი“, რომლის საბოლოო მფლობელიც დუდოლენსკია. ის 2010-2013 წლებში სს „ენერგოპრო ჯორჯიას” წარმომადგენლისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, გარდა ამისა მის სახელს უკავშირდება შპს „კასლეთი 2“ და შპს „ჰიდროლეა“.
საზოგადოება • 1713335415
სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. „საპატიო“ პირველ ადგილს კი სომხეთი იკავებს.ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ქვეყნების დიდ ნაწილში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად მცირდება.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 11%-დან 6,9%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია 2020-2023 წლებში, როდესაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო. რამ განაპირობა ცვლილება და როგორია მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი?საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის შემცირების მიზეზი არათუ კონკრეტულად ამ ეკონომიკური საქმიანობის გაუარესება, არამედ მისი როლის შესუსტება იყო სხვა საქმიანობათა შეორის. 2020-2023 წლებში მიმდინარე ფასებში გამოხატული მშპ დაახლოებით 30 მილიარდით გაიზარდა, მაგრამ ეს ძირითადად მოხერხდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და კომუნიკაცების GDP კატეგორიების ხარჯზე.შედარებისთვის, მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 164 ქვეყნის მიხედვით 10,04 პროცენტია. მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილით საუკეთესო შედეგი ევროპაში ამ კუთხით ალბანეთს აქვს, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.რეგიონში 8.4%-იანი სოფლის მეურნეობის წილით სომხეთი ლიდერობს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს - 2,9%. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული სომხეთშიც, მაგალითად, 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 18%-საც კი აღემატებოდა.2023 წელს თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,28%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, მაშინ თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7,69%-ს შეადგენდა.Statista-ს მონაცემების თანახმად, 2023 წელს სოფლის მეურნეობის წილი რუსეთის მშპ-ში 3.9% იყო. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ათწლიან პერიოდში პროცენტულად მისი წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (2012-2022 წლებში 1%-ით გაიზარდა). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს იყო - 4.01%.რაც შეეხება აზერბაიჯანს, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2023 წელს 5,5%-ს შეადგენდა.საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 2023 წელს 6,9% შეადგინა. ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მცირემიწიანობა/მიწის ფრაგმენტაცია, რომელიც მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას აფერხებს. აქვე უნდა ვახსენოთ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონე, სამეურნეო ტექნიკაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობის შემცირება (უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 76 ათასი ჰექტარით ნაკლები), დაბალი შრომის მწარმოებლურობა (ერთ დასაქმებულზე წარმოებული დამატებული ღირებულება), სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე, ნაკლებად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მიწოდების ლოჯისტიკას და ა.შისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ზემოთხსენებული პრობლემების გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის საქართველოს უარყოფით საგარეო ვაჭრობის სალდო (საქონლით) – 9.480 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. იმპორტირებულ საქონელს შორის კი მნიშვნელოვანი წილი სწორედ საკვებ პროდუქტებს უკავიათ.აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027) კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების შექმნას გულისხმობს და ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვებას 770 მლნ ლარამდე, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 1,300 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას ისახავს მიზნად. მეორე მიზანი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია გახლავთ. მესამე კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემებია.მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და სოფლად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლების პროპორციული.
ეკონომიკა • 1713335028
ქართულ მობილურ მომსახურებების ბაზარზე, ოპერატორების EBITDA მარჟა - იგივე მომგებიანობის მაჩვენებელი - ევროპულთან შედარებით საგანგაშოდ მაღალია",- ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.კომისიისცნობით, მაშინ, როდესაც მომგებიანობის მაჩვენებელი ევროპული ოპერატორებისთვის საშუალოდ 35%-ია, “მაგთიკომისთვის“ ორჯერ მეტს – 75%-ს, “სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო “სელფი მობაილისთვის“ - 45%-ს შეადგენს.„ქართულ მობილურ მომსახურებების ბაზარზე, ოპერატორების EBITDA მარჟა - იგივე მომგებიანობის მაჩვენებელი - ევროპულთან შედარებით საგანგაშოდ მაღალია. კერძოდ, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპული ოპერატორებისთვის საშუალოდ 35%-ია, “მაგთიკომისთვის“ ორჯერ მეტს – 75%-ს, “სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო “სელფი მობაილისთვის“ - 45%-ს შეადგენს. კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნის მიხედვით კი, აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნათლად მიუთითებს ქართულ მობილურ მომსახურების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვადასხვა • 1713334849
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8387 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0822 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 აპრილს შევა ძალაში.
ეკონომიკა • 1713274210
საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრენიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი დოლარის 15.3 ტონა.აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მოცვის იმპორტიორი ქვეყანა ძირითადად ნიდერლანდებია. რაც შეეხება ფასს, 2024 წლის პირველ ორ თვეში 1კგ ლურჯი მოცვის იმპორტი ქვეყანას 11.3 დოლარი დაუჯდა (კურსით 30.3 ლარი), ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 11.6 დოლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი 2.6%-ით შემცირდა.„ბიზნესპრენსნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს სუპერმარკეტებში იმპორტირებული ლურჯი მოცვი. სხვადასხვა სუპერმარკეტში 1კგ-ს ფასი ძირითადად 80 ლარის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება.
ეკონომიკა • 1713268148
ძმები ფხაკაძეების კომპანია იპოდრომის მიმდებარედ 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 79 იქნება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართუ ფონდმა” იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება გასული წლის ბოლოს „ცენტრალ პარკ ავენიუსთან“ გააფორმა, რომელიც ბიზნესმენ ფხაკაძეების კომპანიაა.„ცენტრალ პარკ ავენიუსმა“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის შესახებ 12 აპრილს მიმართა და პასუხს სავარაუდოდ ორ კვირაში მიიღებს.როგორც პროექტიდან ირკვევა, კომპანია მრავალფუნქციური და მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, პირველ მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართული იქნება, ხოლო მეორეზე ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით, სადაც შენობების მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება.„წარმოდგენილი საპროექტო წინადადება, კარგი მაგალითია საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის. ასევე დაგეგმილი, სავაჭრო, საოფისე, კომერციული, სპორტული და გასართობი ცენტრები ქმნის ახალ მომსახურების ცენტრებს და სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ წარმოდგენილი განაშენიანება ცენტრალურ პარკთან ხელს შეუწყობს სამეზობლო კომუნის ჩამოყალიბება-გაძლიერებას.შენობის კონცეფცია მორგებულია, როგორც ფეხმავლის, ისე ავტომობილის კომფორტულ გადაადგილებაზე. დაგეგმილია კანონით მოთხოვნილი პარკირების რაოდენობაზე ორჯერ მეტი, 5 500 ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მცხოვრებელს, ისე მოსულ სტუმარს. საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ბიზნესრეესტრის თანახმად, „ცენტრალ პარკ ავენიუს“ მესაკუთრეა შპს „იდეა“, რომელიც სოსო ფხაკაძის, ლევან ფხაკაძისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა.ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტმა“, თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ „ქართუ ფონდი“ დარეგისტრირდა, აქედან ორ კვირაში კი ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა.
ბიზნესი • 1713268112