• Ƀ/$

NASA-ს ხელმძღვანელი მთვარესა და მარსზე ასტრონავტების გადასხმის საკითხზე

15 ივლისი 10:11 | ტექნოლოგიები

იმის მიზეზი, რომ დღეისათვის მთვარესა და მარსზე ამერიკელი ასტრონავტები არ არიან, არასაკმარისი დაფინანსებაა.

ამის შესახებ აშშ–ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრაიდენსტაინმა ტელეარხის CBS ეთერში განაცხადა.


„არსებობს ტექნიკური რისკი, რასაც პოლიტიკურიც მოჰყვება. ჩვენ ამ წუთას ვიქნებოდით მთვარეზე, რომ არა პოლიტიკური რისკი“, – თქვა ბაინდენსტეინმა და დასძინა, რომ ამ მომენტისათვის ასტრონავტების მარსზე ყოფნაც შესაძლებელი იყო.


პოლიტიკურ რისკებში NASA-ს ხელმძღვანელი დაფინანსების საკითხს გულისხმობს. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მთვარეზე და მარსზე ასტრონავტების გადასხმის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ეს პროგრამები ძალიან დიდ დროსა და თანხებს მოითხოვდა.


მთვარისა და მარსის ასათვისებლად NASA–ს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში დამატებით $1,6 მლრდ გადასცა.


სხვა სიახლეები