ბიტკოინის ფასი 5 დღეში თითქმის $3000-ით შემცირდა და ამჟამად $10 200-ს შეადგენს, შესაბამისად მნიშვნელოვნად $49 მლრდ-ით $183 მლრდ-მდე იკლო მისმა კაპიტალიზაციამაც.
1 კვირაში 26%-ით $227-მდე შემცირდა ეთერიუმის ღირებულება, 20%-ით 31 ცენტამდე გაიაფდა რიპლი, ლაითკოინის ფასი 25%-ით დაეცა და ამჟამად $88 ღირს. 30%-იანი ვარდნის შემდეგ ბიტკოინ ქეშის ფასი 287 დოლარია. იმავე პროცენტული მაჩვენებლით $4-მდე შემცირდა ეოსის ფასი.
იმ ვალუტების რაოდენობა, რომელთა კაპიტალიზაციაც $1 მლრდ-ს აჭარბებს 19-დან 15-მდე შემცირდა.