• Ƀ/$

ოქრო გაძვირდა

15 ივლისი 13:40 | ფინანსები

შავი ოქროს მსგავსად, წლის დასაწყისიდან დღემდე თავად ოქროს ფასიც 10.6%-ით გაძვირდა. უნცია ოქროს ფასი ამჟამად $1418-ს შეადგენს, რაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს $130-ით აღემატება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ოქროს ფასი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა. ყველაზე იაფი ის 2015 წლის ნოემბერში ღირდა - $1056 ღირდა, ყველაზე ძვირი კი დღესაა, თუმცა უმეტესად ის 1200-1300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. წელს კი რეალური ზრდა ფაქტობრივად მაისიდან დაიწყო.


2008 წლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის დროს ოქროს ფასი $800-ს ჩამოსცდა, 3 წლის შემდეგ კი რეკორდულ ნისნულს იაღწია და $1800-ს გადასცდა.


სხვა სიახლეები