• Ƀ/$

ბოლო 5 წელიწადში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი განახევრდა

15 ივლისი 14:18 | ფინანსები

ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით $143.6 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

იანვარ-ივნისში გზავნილების ჯამურმა მოცულობამ $806 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით - $60 მლნ-ით არის გაზრდილი. ფულადი გზავნილების მოცულობაც და პროცენტული წილიც გაზრდილია იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და საფრანგეთიდან, თუმცა 7%-ით, $213 მლნ-დან $198 მლნ-მდეა შემცირებული გზავნილები რუსეთიდან. თუ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2018 წლის იანვარ-ივნისში 29%-ს შეადგენდა, წელს ის 25%-მდეა შემცირებული.


ფულად გზავნილებში რუსეთის წილის შემცირება წელს არ დაწყებულა, ჯერ კიდევ 5 ჭლის წინ მისი წილი 50%-ს აჭარბებდა, 12 წლის წინ კი 60%-ს.


მსგავს თემაზე:

ემბარგოს მოსალოდნელი შედეგები - საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე 10.3%-ითაა დამოკიდებული


რუსეთში ქართულ რესტორნებს დახურვა ემუქრებათ?


Visa და MasterCard რუსული ბაზრიდან გავლენ



სხვა სიახლეები