• Ƀ/$

აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს

15 ივლისი 15:02, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის  აჭარის  სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე გავრცელდა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე  და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური  მდივანი  ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ.


ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და  ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.


სპორტის  პოლიტიკის,  ინფრასტრუქტურის, პროგრამებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება  2018 წლის  აპრილში მიენიჭა.  ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.


მსგავს თემაზე:

მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს დამატებით 4000-მდე აბონენტი მიიღებს


აჭარის პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში გრძელდება


ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოები დეკემბერში დასრულდება



სხვა სიახლეები