• Ƀ/$

ქარის ენერგიის რევოლუცია შოტლანდიაში

16 ივლისი 11:49 | ტექნოლოგიები

ქარის ენერგიის წილი ელექტროგენერაციაში მთელ მსოფლიოში იზრდება, გამონაკლისი არ შოტლანდიაა, სადაც წლის პირველ ნახევარში, ქარის ტურბინების მეშვეობით რეკორდული ელექტროენერგია მიიღეს. 

საწარმოო სიმძლავრის გარდა, გენერაციის ზრდას ხელი სათანადო კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო, შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ შოტლანდიის შიდა მოთხოვნას გადააჭარბა და ინგლისის ჩრდილოეთ რეგიონებიც მოიცვა. გენერაციამ პიკს ივნისში მიაღწია.


ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა WWF „ქარის ენერგიის რევოლუცია“ უწოდა.


აბსოლუტურ გამოხატულებაში ქარის ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩინეთია, პროცენტულად კი დანია, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 50% ქარის ტურბინების მეშვეობით კმაყოფილდება. ქარის ენერგიის წილი კიდევ უფრო მაღალია შოტლანდიაში, მაგრამ ვინაიდან შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, აღნიშნული ფაქტი როგორც წესი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე.


2018 წელს მსოფლიოში ქარის ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 592 გიგავატს მიაღწია, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ, 2005 წლის მაჩვენებელს 10-ჯერ, 2001 წლის მაჩვენებელს კი 24-ჯერ აღემატება.


ქარის ენერგიის წილის სწრაფი ზრდის მიუხედავად, უფრო მკვეთრად მზის ენერგიის წილი იზრდება, რასაც 2 მიზეზი აქვს: 1) მზის ენერგიის პოტენციალი ქარისაზე გაცილებით მეტია 2) პანელების ფასი ტურბინების ფასზე ჩქარა მცირდება.


საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი გორის ქარის ელექტროსადგური მოქმედებს, რომლის სიმძლავრეც 20.7 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 88 მლნ კვტ/სთ, რაც მოთხოვნის მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს და ბალანსზე რაიმე არსებით გავლენას ვერ ახდენს. უახლოეს მომავალში განიხილება როგორც ქარის ასევე მზის ელექტროსადგურების აგება.   


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა


საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგური აშენდება


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება


საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა



სხვა სიახლეები