• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

16 ივლისი 13:25 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 16 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  66 520 000 ლარი. შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.720 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.422 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები