• Ƀ/$

ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 7,9%-ით შემცირდა

17 ივლისი 14:29 | კომპანიები

ივნისში ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 7.9% -ით დაეცა, რაც Nissan-ის Volvo-სა და Fiat Chrysler-ის გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. 

რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასულ თვეში 1,62 მლნ-დან  1,49 მლნ-მდე შემცირდა. 


ACEA იუწყება, რომ წლის პირველ ნახევარაში რეგისტრაცია 3.1%-ზე დაბალ მაჩვენებელზე დაიხურა. შიდა მოთხოვნის შესუსტების პარალელურად გაყიდვები მკვეთრად შემცირდა ჩინეთისა და სხვა მზარდ ბაზრებზე, რამაც მოგების კლებაც გამოიწვია.


გასულ თვეში შემცირდა შემდეგი ბრედნების გაყიდვები FCA- ის 13,5% -ით, BMW- ს 10% -ით, Volkswagen Group-ის 9.6% -ით, ხოლო Mercedes Daimler-ისა და ფრანგული PSA ჯგუფის 8.2% -ით.


Peugeot-ის  შიდა კონკურენტმა მწარმოებლმა Renault-მა ნაკლები ვარდნა განიცადა და მისი გაყიდვები მხოლოდ 3.9%-ით შემცირდა.


 


სხვა სიახლეები