• Ƀ/$

საბაჟოდან 20 640 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

17 ივლისი 11:56 | ფინანსები

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ 9-17 ივლისს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20 640 (1032 კოლოფი) ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ­­­


მსგავს თემაზე:

6 დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 26 740 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს


საგამოძიებო სამსახურმა 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო



სხვა სიახლეები