ბიტკოინმა 1 დღეში ღირებულების 11%, 1 კვირაში კი 26% დაკარგა. შესაბამისად $62 მლრდ-ით, $169 მლრდ-მდე შემცირდა მისი კაპიტალიზაცია.
ვარდნა კიდევ უფრო მასშტაბური იყო სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში. ერთი კვირის განმავლობაში ბიტკოინ ქეში 30%-ით, ლაითკოინი 32%-ით, ეთერიუმი 35%-ით, ეოსი 36%-ით გაუფასურდა. $100 მლრდ-ით $157 მლრდ-მდე შემცირდა ჯამური კრიპტოკაპიტალიზაციაც.
ვარდნის მიუხედავად, ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი იანვრის ღირებულებასთან შედარებით 2.5-ჯერაა გაზრდილი.