უმუშევრობის დონე 3.8%-მდეა შემცირებული, რაც 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა რიცხვი 32.75 მლნ-ს შეადგენს, უმუშევართა რაოდენობა კი 1.29 მლნ-ს.
ხელფასები ძირითადად დაბალშემოსავლიან პირებს გაეზარდათ, რისი მიზეზიც დამატებითი რეგულაციები გახდა, თუმცა იმავე რეგულაციებმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი შეანელა.
შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც ხელფასები ეკონომიკის პროპორციულად იზრდება, ბრიტანეთში მშპ-ის ზრდის ტემპი 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა.
ევროკავშირთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმერბის გაჭიანურების გამო ბრექსიტის დასრულების თარიღი 29 მარტიდან 31 ოქტომბრამდე გადავადდა.
მსგავს თემაზე:
აშშ-ში უმუშევრობა 50 წლიან მინიმუმზე ნარჩუნდება
ბრიტანეთი და კორეა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ
ბრიტანეთში სუფთა ენერგიის მოხმარებამ წიაღისეულისას გაუსწრო