• Ƀ/$

სომხეთის ხელისუფლება თურქეთთან საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა

17 ივლისი 17:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა, ნიუ-იორკში გაეროს გენ-მდივნის მოადგილესთან, ფეკიტომოელა კატოა უტოიკამანუსთან შეხვედრისას თურქულ-სომხური საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

ავინიანმა გაეროს წარმომადგენლებს შესთავაზა გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, თურქეთთან დახურული საზღვრის დარეგულირების საკითხებზე.


მხარეებმა საუბრის დროს, სომხური ტვირთის გატანის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომელსაც დღეის მდგომარეობით არ აქვს ზღვაზე გასვლის შესაძლებლობა, შესაბამისად არ აქვს წვდომა მსოფლიო ბაზრებსა და საზღვაო პორტებზე.


ტიგრან ავინიანმა განსაკუთრებული ყურადღება სომხეთის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე გაამახვილა. მისი თქმით, რესპუბლიკას ზღვაზე გასასვლელი არამხოლოდ გეოგრაფიული მდგომარეობით, არამედ 4 მოსაზღვრე ქვეყნიდან ორთან ჩაკეტილი საზღვრების გამო არ გააჩნია.


თავის მხრივ, გაეროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საკითხი შესწავლილი და განხილული იქნება უახლოს მომავალში, ვენაში ჩასატარებელ სპეციალურ პროცესზე, რომელიც გულისხმობს 2014-2024 წლებში იმ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის პროგრამას, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ.


გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა გაეროს გენ-მდივნის მოადგილის ინფორმირება განახორციელა, თურქეთის მიერ, მდინარე არაქსის წყლის რესურსის გამოყენების პროგრამის ფარგლებში მშენებარე წყალსაცავის თაობაზე.


ავინიანმა კონკრეტულად იმაზე მიუთითა, რომ მსგავსი ქმედება არამხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანია მდინარე არაქსის აუზის წყლის ბალანსზე, არამედ იგი არღვევს რეგიონის ჰიდროლოგიურ და ბიო ბალანსს.


დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს შორის 1993 წელს, ყარაბაღის კონფლიქტთნ დაკავშირებით, ანკარის ინიციატივით შეწყდა. კიდევ ერთი უთანხმოება 1915 წლის მოვლენებს უკავსირდება. ერევანი ანკარას გენოციდში და 1.5 მლნ სომეხის ეთნიკური ნიშნით კკლვლელობაში ადანაშაულებს, რასაც თურქეთი კატეგორიულად უარყოფს. ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები ამჟამადაც დახურულია.


მსგავს თემაზე:

სომხეთი ახალი ატომური ელსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებას რუსეთთან აწარმოებს


ტრამპმა თურქეთისთვის F35-ების გადაცემა საბოლოოდ დაბლოკა



სხვა სიახლეები