• Ƀ/$

როგორი იქნება Samsung Galaxy Note 10? ტექნიკური დეტალების ნაწილი ცნობილი გახდა

20 ივლისი 14:19 | ტექნოლოგიები

SAMSUNG-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy Note 10-ის პრეზენტაცია 7 აგვისტოსაა დაგეგმილი, იქამდე კი მისი რამდენიმე ტექნიკური მახასიათებელი გახდა ცნობილი.

როგორც წესი SAMSUNG ინოვაციებს S სერიაში ნერგავს Note-ში კიმას უფრო დახვეწილი და გამრავალფეროვნებული სახით სთავაზობს მომხმარებლებს. ამჟამადაც Note 10 წინამორბედებისგან 5G მხარდაჭერითა და ეკრანში ჩაშენებული კამერით იქნება გამორჩეული, თუმცა ახლდება სხვა დეტალებიც.


წინასწარი ინფორმაციით გამოვა 2 მოდელი 6.3 ინჩიანი Galaxy Note 10 და 6.7 ინჩიანი Galaxy Note 10 Pro. ეკრანის ფორმატი ორივე შემთხვევაში 19:9-ზე, ხოლო გარჩევადობა 3040 X 1440-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 4K (3840 X 2160) მოლოდინი კიდევ 1 წლით გადაიწევს.


ოპერატიული მეხსიერება SAMSUNG-ის ახალი სტანდარტის მიხედვით 12GB-ს მიაღწევს, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება 10GB-იანი მოდელებიც. შიდა მეხსიერება კი 256GB-დან 1TB-დე იმერყევებს.


4500 მილიამპერ/საათიანი ბატარიის 70%-ით დასამუხტად 30 წუთი იქნება საკმარისი.


Galaxy Note 10 უკანა მხარეს 3 კამერა ექნება, რაც სმარტფონს ფოტოს 48 მეგაპიქსელიანი კამერის ეფექტით გადაღების საშუალებას მისცემს. წინა მხარეს ეკრანშივე ჩაშენებული 1 მცირე ზომის კამერა კი ტერმინს „უსაზღვრო ეკრანს“ უფრო სამართლიანს ხდის.


Note 10-ს სტანდარტული ყურსასმენების ჯეკი აღარ ექნება. როგორც ჩანს კაბელებსს SAMSUNG-იც ამცირებს.


Note სერიის განხილივისას S Pen-ის (სენსორული ელექტრო კალმის) გვერდის ავლა უბრალოდ არ შეიძლება. მისი მეშვეობით ჩანაწერების გაკეთება და შემდგომ ამ „ხელნაწერის“ ელექტრონულად აღქმა Note-ის ჯერ კიდევ ადრეულ ვერსიებს შეეძლო. Note 9-ში მან პროექტორის პულტის ფუნქციებიც შეითვისა. ფუნქციონალური გამრავალფეროვნება Note 10-შიც მოსალოდნელია, რაზეც მისი ამბიციური სახელიც „და ვინჩიც“ მეტყველებს.


სმარტფონის გაყიდვები სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყება და მინიმალური ფასი $1000 იქნება.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა


Samsung-ის დასაკეცეკრანიანმა სმარტფონებმა არ გაამართლა


Samsung-მა ვერტიკალური ტელევიზორი შექმნა



სხვა სიახლეები