• Ƀ/$

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

18 ივლისი 18:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საჯარო რეესტრმა ახლადდარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ახლადდარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.


ხალვაშმა ამ მოთხოვნით რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, 15:55 საათზე მიმართა; საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 17:20 საათზე დაასრულა.


სხვა სიახლეები