• Ƀ/$

ავსტრალია 149 კვ.კმ ფართობზე 13.4 მლნ ცხენის ძალის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს აშენებს

21 ივლისი 12:22 | ტექნოლოგიები

მზის პანელების ფასების კლების ფონზე ავსტრალია მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, მისი სიმძლავრე 10 გიგავატი იქნება, რაც ამჟამინდელ რეკორდს ჩინეთში მდებარე ტენჯერის სადგურის სიმძლავრეს 6.5-ჯერ აღემატება. 

ავსტრალიური სადგური რეკორდს ფართობის მხრივაც დაიკავებს. პანელები 149 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება, თუმცა ეს ავსტრალიისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. სიმჭიდროვე ამ ქვეყანაში კვადრატულ კილომეტრზე 3.3 კაცს არ აღემატება, რითაც ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი მეზობელ ახალ ზელანდიაში 18.2 კაცია, აშშ-ში 35, იაპონიაში 337, ბანგლადეშში კი 1106. გარდა ამისა ავსრალიას კლიმატიც ხელს უწყობს, მზის ინსოლაცია საკმაოდ მაღალია.


უდიდესი ფართობის მიუხედავად მისი ეფექტიანობა ტენგერის სადგურზე უფრო მაღალი იქნება, რადგან ვსტრალიური სადგური ჩინურს სიმძლავრით 6.5-ჯერ, ფართობით კი მხოლოდ 3.5-ჯერ აჭარბებს. 1 გიგავატი სიმძლავრის მისაღებად ამ შემთხვევაში 14.9 კვადრატული კილომეტრია საჭირო, მისი ჩინური კონკურენტისთვის კი 27.7 კვადრატული კილომეტრი. თუმცა მათ ორივეს საამიროებში მდებარე სვეიჰანის ელექტროსადგური სჯობნის სადაც 1 გიგავატი ენერგიისთვის 6.8 კვ.კმ-ც საკმარისია ფასი კი რეკორდულად დაბალი კილოვატზე 2.42 ცენტი.


ავსტრალიას 10 გიგავატი სიმძლავრის სუფთა ელექტროენერგიის მიღება $20 მლრდ დაუჯდება. 1 გვ - $2 მლრდ აღარაა განსაკუთრებით ძვირი და კონკურენციას უკვე წიაღისეუ საწვავზე მომუშავე თბოსადგურებსაც უწევს, ოპერირების სიიაფით კი ბევრადაც სჯობნის.


მაინც რამდენია სიმძლავრე 10 გიგავატი? მასზე მძლავრი ელექტროსადგურები მსოფლიოში სულ რამდენიმეა. მისი სიმძლავრე 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოში არსებულ ყველა ჰიდრო და თბოელექტროსადგურს. თუ მას ცხენის ძალებში გადავიყვანთ 13.4 მლნ ცხენის ძალას მივიღებთ.


გეგმის მიხედვით ელექტროსადგური 2023-2017 წლებში უნდა აშენდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს ტექნოლოგიაზე ფასები ვარდნას განაგრძობს ეფექტიანობა კი მატულობს პროექტში კორექტივების შეტანა გასაკვირი არ უნდა იყოს, ცვლელებიბი კი სიმძლავრის გაზრდას და ხარჯის ან ფართობის შემცირებას გულისხმობს.


ალტერნატიული ენერგიებიდან ყველაზე დიდი პოტენციალი მზეს გააჩნია, იმის მიუხედავად, რომ დედამიწამდე მზის გამოსხივების 1 მემილიარდეზე ნაკლები აღწევს, 1 წამში მოსული ენერგია მაინც აღემატება მსოფლიოს წლიურ მოხმარებას. თუ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა მზისგან მიღებულს 800%-ით აღემატებოდა, 2018 წელს სხვაობა 17%-მდე შემცირდა ბალანსი მზის სასარგებლოდ 2019, მაქსიმუმ 2020 წელს გადაიხრება.


მსგავს თემაზე:

საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება


Lightyear- ის "მზის მანქანა" 725 კმ-ს დაფარავს


საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა


ქარის ენერგიის რევოლუცია შოტლანდიაში



სხვა სიახლეები