• Ƀ/$

4G ინტერნეტი ლონდონის მეტროში 2020 წლიდან გახდება ხელმისწავდომი

19 ივლისი 13:30 | ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველი მეტროს ხაზი ლონდონში 1863 წელს გაიხსნა. 1890 წელს ის უკვე ელექტროფიცირებული გახდა. 2020 წელს კუნძულოვანი სახელმწიფოს დედაქალაქის მიწისქვეშეთში 4G ინტერნეტიც ხელმისაწვდომი იქნება. 

გვირაბში ტელეკომუნიკაციის გამართვა საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია დამატებითი მიმღებ-გადამცემი მოწყობილობების გარეშე ტელოფონიც კარგავს მიღებას. ამის მიუხედავად ლონდონის მეტროში 3G ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომი იყო, მომავალი წლიდან  მას 4G-ც დაემატება. სამომავლო გეგმები კი 5G-ზეა გათვლილი, რომელიც წინამორბედზე 100-ჯერ სწრაფია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს და სრული მასშტაბით მისი დანერგვა 2020 წლიდან დაიწყება.


ლონდონის მეტრო, რომელიც წლიურად 1.36 მლრდ მგზავრს ემსახურება 270 სადგურს მოიცავს, სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე კი 400 კმ-ს აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს


თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება


თბილისს 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები დაემატება



სხვა სიახლეები