• Ƀ/$

აზერბაიჯანელი ექსპერტის მოსაზრება დავით-გარეჯის თაობაზე

19 ივლისი 17:21 | ანალიტიკა

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ელდარ ნამაზოვმა. 

ნამაზოვის თქმით, კომპლექსის საკითხი ორივე სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის ძალიან სენსიტურ თემას წარმოადგენს. შესაბამისად თუ უახლოეს ვადებში არ გამოიძებნება ურთიერთსასარგებლო გამოსავალი, აღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაძაბულობის მსურველი, მარგინალური ჯგუფების პროვოკაციების მატებას, რაც თავის მხრივ დაარღვევს საქართველო-აზერბაიჯანის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კი არ დაჰყოფს/დააშორებს ორი სახელმწიფოს ხალხს, არამედ დაეხმარება მათ კიდევ უფრო მეტ დაახლოებას.


ექსპერტის შეფასებით, ყველს ახსოვს თუ როგორ დაიწყო ყარაბაღის, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტი და როგორი საშიშია მიმდინარე მოვლენებზე დროული რეაგირების უგულებელყოფა. არ შეიძლება საზოგადოებრივად საშიში, გაუმართლებელი მოლოდინების გენერირება, ხალხში ტყუილსი განცდის და აგრესიის გრძნობის ამაღლება.


საზოგადოებრივი ხედვა ამჟამად ფოკუსირებულია საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული კომისიის ერთობლივ მუშაობაზე, მაგრამ აღნიშნულ სუბიექტს აქვ ძალიან კონკრეტული და შეზღუდული სამოქმედო მანდატი. შესაბამისად არ შეუძლია გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის გარშემო არის წინ წამოწეული.


ნამაზოვის თქმით, საბჭოთა პერიოდის შემდეგ წარმოშობილმა საზღვრებმა გაყო ისტორიული კომპლექსი და შესაბამისად საქართველო-აზერბაიჯანის კონსტიტუციებში ფორმირდა ამ ძეგლის კუთვნილების იდეა.


ზემოხსენებულ პირობებში, ერთობლივ კომისიას არ შეუძლია გადავიდეს საკითხის გადაწყვეტაზე და დააზუსტოს კონკრეტული საზღვრები. ეჭვგარეშეა, რომ ორივე სახელმწიფოს გარეშე მტერი ეცდება დახატოს „დაურეგულირებელი პრობლემის“ სურათი, რაც თავის მხრივ ახალ პროვოკაციებს მისცემს იმპულსს.


ნამაზოვის ხედვით, შესაბამისად არსებობს კიდევ ერთი მიდგომა, რომელსაც აქვს რეზულტატის მიღწევის უნარი და რომელიც ამ ქვეყნების საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს უპასუხებს.


მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო საზღვრების მქონე ეკონომიკური, ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტების გარშემო, ჩვეულებრივ იდება სპეციალური სახელმწიფოთშორისო შეთანხმებები, ერთობლივი გამოყენების, დაცვის, რესტავრაციის და სხვა უფლებებზე.


აქედან გამომდინარე, დელიმიტაცია/დემარკაციის ერთობლივი კომისიის პარალელურად უნდა ჩაეშვას შესაბამისი ერთობლივი პროცესი, მიმართული იმისკენ, რომ ხელი მოეწეროს საერთაშორისო შეთანხმებას, მოიხსნას წინააღმდეგობა სამონასტრო კომპლექსის გარშემო.


შესაძლო შეთანხმება შესაძლოა ბაზირებული იქნას შემდეგ პრინციპებზე:


-         არსებული სამონასტრო კომპლექსი ერთიან ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს;


-         ქვეყნები ერთობლივი გადაწყვეტილებით შექმნიან იმ ისტორიულ-კულტურულ ბუნებრივ რეზერვს, რომელშიც შევა დავით-გარეჯის ორივე მხარის საზღვრებში არსებული ყველა ობიექტი;


-         მონასტერში უზრუნველყოფილი იქნება მორწმუნეების, მეცნიერებისა და ტურისტების უფასო ვიზიტები;


-         შეიქმნება ერთობლივი საბჭო და შესაბამისი მექანიზმი, რომ შენარჩუნდეს, ფუნქციონირებდეს და მხარდაჭერა ჰქონდეს სამონასტრო კომპლექსს.


სხვა სიტყვებით, მიზანი არ იქნება დავით-გარეჯზე არსებული საზღვრის ფორმირება, არამედ მოიხსნება გამყოფი ხაზი აღნიშნულ ტერიტორიაზე. გახდება ის ერთიანი, ხალხისთვის ხელმისაწვდომი და აზერბაიჯანული/ქართული საზოგადოების მეგობრობის სიმბოლო.


ხსენებული არ არის ერთადერთი ტრანს-სასაზღვრო ობიექტი, რომელზეც ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ეს ეხება ჯანდარის ტბასაც და სხვა მოსაზღვრე ტერიტორიებს. იმისთვის, რომ ერთობლივი ღონისძიებებით შენარჩუნდეს მომდევნო თაობებისთვის.


ნამაზოვის მოსაზრებით, ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებები - „დელიმიტაცია/დემარკაციის შესახებ“ და „დავით-გარეჯის ისტორიულ-კულტურული რეზერვის შესახებ“, არსებული რთული სიტუაციიდან წარმოადგენს ყველაზე გონივრულ გამოსავალს.


სხვა სიახლეები