• Ƀ/$

5G ინტერნეტის მასობრივ გავრცელებას 10 წელი დასჭირდება

22 ივლისი 12:22 | ტექნოლოგიები

5G ინტერნეტი მასობრივად მხოლოდ ათწლეულის შემდეგ გავრცელდება. ამის შესახებ კომპანია “დელოიტის”  ევროპის ფიჭური ბაზრის განვითარების პროგნოზშია აღნიშნული.

ექსპერტების აზრით, 5G- ის გავრცელება ბევრად უფრო ნელა მოდება, ვიდრე მეოთხე თაობის კომუნიკაციის LTE-ის. მისი სერვერების შექმნას გაცილებით ძვირია, ამიტომ ოპერატორები და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები ჯერ კიდევ არ ჩქარობენ 5G სისტემისთვის შესაბამისი სმარტფონების დამზადებას.


სწორედ ამიტომ, LTE კვლავ დომინანტ და ხელმისაწვდომ ტექნოლოგიად რჩება.


უპირველეს ყოვლისა, 5G-ზე მოთხოვნა ე.წ. ჭკვიანი ქალაქების ტიპის რეგიონებში გაჩნდება, სადაც ის უპილოტო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის პროექტების მართვაში და სხვა სისტემებში იქნება გამოყენებული.


კომპანია „დელოიტის“ პარტნიორი ანტონ შულგა აღნიშნავს, რომ 5G-ის გავრცელება იმ მასშტაბით, რაც 4G-ის აქვს, ძალიან ძვირი დაჯდება.


ამასთანავე 5G გავრცელების სადგურები უფრო მჭიდროდ უნდა იყოს განლაგებული.


"ნელ-ნელა იზრდება 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების რიცხვი, ამიტომ ახალი ტექნოლოგია ფრაგმენტულად გამოჩნდება იმ რეგიონებში, სადაც ინვესტირებისთვის აბონენტების საკმარისი რაოდენობა იქნება“,- აღნიშნავს ანტონი შულგა.


 


 


სხვა სიახლეები