• Ƀ/$

ახალი იმპლანტი გულის ქსოვილებს ელექტრო იმპულსებით აღადგენს

22 ივლისი 15:39 | ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ახალი იმპლანტი შექმნეს, რომელიც გულის ქსოვილების რეგენერაციას ელექტრო იმპულსებით უწყობს ხელს.

სხვადასხვა დაზიანებების მკურნალობაში ქსოვილების რეგენერაციისთვის ელექტრონულ იმპულსებს ექიმები უკვე წლებია იყენებენ. ახალი ექსპერიმენტული იმპლანტი იმავე პრინციპს გულის ქსოვილის აღდგენისთვის გამოიყენებს.


იმპლანტის ავტორების განცხადებით, ის ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს მთელი ორგანოს გადანერგვას ააცილებს თავიდან.


C-MIC აპარატი გერმანულმა კომპანია Berlin Heals-მა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნა. იგი იმ პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც გულის კუნთის სერიოზული დეგრადირება აღენიშნებათ. ასეთი პაციენტებისთვის მედიკამენტების მიღება საკმარისი არ არის და როგორც წესი, მათ გულის გადანერგვა ესაჭიროებათ.


C-MIC -ის იმპლანტაცია ლაპაროსკოპიით, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ორი მცირე ჭრილობის საშუალებით კეთდება. მოწყობილობას აქვს ორი ელექტროდი, რომელთაგან ერთ-ერთი გულის გარეგან ნაწილში, მეორე კი ერთ პარკუჭზე მაგრდება.


გააქტიურების შემდეგ, იმპლანტი იწყებს სუსტი ელექტრო იმპულსების გამოცემას იწყებს, რომლებიც ორი ელექტროდის გავლით გულის კუნთში შედიან და მის ქსოვილებში მასტიმულირებელ ეფექტს იწვევენ. ტესტირებისას იმპლანტის მქონე პაციენტში რეგენერაციის ნიშნები უკვე სამ თვეში დაფიქსირდა.


სხვა სიახლეები