• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

23 ივლისი 13:17 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 23 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 113 780 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.983 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები